ირაკლი გოგოხია: “9 აპრილი ქართველთა ტკივილის და გამარჯვების დღეცაა”

0

11091017_922401511114717_3426977843827373245_oქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ საკრებულოს თვმჯდომარესთან, გიორგი თოდუასთან და მერიის სხვა თანამშრომლებთნ ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ირაკლი გოგოხიას თქმით, 1989 წლის 9 აპრილი ქართველთა ტკივილისა და გამარჯვების დღეცაა

“ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობის, სიმტკიცის, თავგანწირვის საოცარი დღეები. დღეები, რომელმაც ერთ მუშტად შეკრა მთელი ერი. 1989 წლის 9 აპრილი ქართველთა ტკივილის და გამარჯვების დღეცაა.თავისუფლების მოედანზე სხვებთან ერთად, ბევრი ზუგდიდელიც მახსოვს. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობის, სიმტკიცის, თავგანწირვის საოცარი დრეები. დღეები, რომელმაც ერთ მუშტად შეკრა მთელი ერი. დღები, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხალხის ნება უზენაესია და წინ ვერაფერი დაუდგება!  სიმბოლურია, რომ ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა!

სრულიად საქართველოს, ჩემი ქალაქის თითოეულ მოქალაქედს მოგიწოდებთ – გვახსოვდეს 9 აპრილის გმირები!”-ასეთი სახის მიმართვა გაავრცელა ქალაქ ზუგდიდის მერმა სოციალურ ქსელ facebook-ში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 26 წელი შესრულდა.
1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

სხვა ახალი ამბები: