ირაკლი კაკაბაძე ახალაიების სახლების შეღებვით და საპროტესტო აქციებით იმუქრება

0

kakabadzeირაკლი კაკაბაძე საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისა” და ახალაიების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მისი განცხადებით პროტესტი იქნება მანამ, სანამ ახალაიები და “ნაციონალები” არ დატოვებენ საქართველოს.

„აქციები იქნება, იქნება ახალაიების სახლების შეღებვები. მათ სახლებთან უაღრესად არაძალადობრივი მაგრამ ტერორისტული აქტების მოწყობას ვგეგმავთ იმ მიზნით, რომ მათ არ მივცეთ მოსვენება და გავაგდოთ ეს ხალხი საქართველოდან. ვაპირებთ, რომ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველანი ჩავდოთ მიწაში პოლიტიკურად“ -აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.

სხვა ახალი ამბები: