ირაკლი კაკაბაძე: ”ნაცები კიდევ ერთ, თანაც სერიოზულ გაყალბებას გეგმავენ”

1

hatch-d100310-060„ძალიან სერიოზული ხმები ვრცელდება, რომ ნაცები კიდევ ერთ, თანაც სერიოზულ გაყალბებას გეგმავენ – მთელი ბერკეტები მათ ხელშია – რეგიონული ადმინისტრაციები, გუბერნატორები და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დიდი რაოდენობა. „ოცნება“ უბრალოდ დამატებაა მათთვის. ბაქრაძის რეკლამები უკვე რამდენი ხანია გადის ტელევიზიით და სხვა კანდიდატების რეკლამები არც კი ჩანს. გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოების რესურსის გააქტიურება, რომ აღარ განმეორდეს ბოლო 10 წლის გაყალბებების პრაქტიკა. როგორც მინიმუმ, 10 ან 20 ათასი დამკვირვებელია საჭირო სამოქალაქო სექტორიდან, რომ ისევ არ გააყალბონ. აგრეთვე სერიოზულად უნდა შევუტიოთ ტელევიზიებს – „რუსთავი 2“-ზე ძირითადად ნაცების პროპაგანდა მიდის და საზმაუსაც ისევ ნაცები ითრევენ. დროა გამოვიღვიძოთ!“

სხვა ახალი ამბები: