ირაკლი კაკულია ორშაბათიდან ფოთის მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება

0

2014-07-28 15.57.29ფოთის არჩეული მერი ირაკლი კაკულია ორშაბათიდან ფოთის მერიაში ოფიციალურად შეუდგება მერის მოვალეობის შესრულებას. აქედან გამომდინარე დღეს მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა  დაკავებული თანამდებობები ავტომატურად დატოვა. ფოთის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს  შორის არის მერის ორი მოადგილე, რომლებიც ამ დრომდე აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ მოვალეობებს ასრულებდნენ.

ფოთის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გოგა მოისწრაფიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის ახალი კოდექსი გარკვეულ რეგულაციებს აწესებს. მისივე განმარტებით, საკადრო ცვლილებების განხორციელება თვითმმართველი ქალაქის მერიაში, ახალი მერის გადასაწყვეტი იქნება.

“თვითმმართველობის ახალი კანონის შესაბამისად, როგორც კი ახალი მერი შეუდგება თავის მოვალეობას, ავტომატურად სამსახურიდან თავისუფლდებიან სხვადასხვა სამსახურის უფროსები, მათ შორის ფოთის მერის ორივე მოადგილე. ამის შემდეგ ახალ მერს აქვს უფლება საკუთარი მენეჯმენტით განსაზღვროს მერიის შემდგომი მუშაობა და განახორციელოს საკადრო ცვლილებები”-აცხადებს ფოთის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

smo.ge ფოთის არჩეულ მერს ირაკლი კაკულიასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პირველი სამუშაო დღე ორშაბათს იქნება. ჩვენთან სატელეფონო საუბარში ირაკლი კაკულიამ აღნიშნა, რომ ის კანონის შესაბამისად ფოთის მერიაში საკადრო ცვლილებებს განახორციელებს.

სხვა ახალი ამბები: