ირაკლი კაკულია: “9 აპრილი იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლის შედეგი იყო”

0

11144647_897513653641699_1810125331_oქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი კაკულიამ , საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“26 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა.დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ის იდეალები, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ.ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ორმაგად მნიშვნელოვანია -სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლის შედეგი იყო, ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ჩვენი თანამემამულეების თავდადებას, სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლსუკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალისახელმწიფოა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, ყოველთვისპატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დავრჩებით,რომლებსაც მათ შესწირეს თავი”-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კაკულიამ.

11070724_897513613641703_1334993055_oბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე ქალაქ ფოთის ბიბლიოთეკაში მოეწყო 9 აპრილის მოვლენების ამსახველი კინო-ჩვენება.