ირაკლი ღარიბაშვილი: “არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ”

0

garibashviliბოლო ორი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება პრაგმატული, კონსტრუქციული და პროგნოზირებადია. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა CNBC-ის ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ აპირებს თბილისი უცხოელი ინვესტორების საქართველოში ინვესტიციების ჩადებაში დარწმუნებას მაშინ, როცა მათ ქვეყანაში არსებული კონფლიქტები აშინებთ.

ღარიბაშვილის განმარტებით, მას ესმის, რომ ზოგიერთი ინვესტორი შეიძლება შიშობდეს, მაგრამ ისინი ქვეყანაში პროგრესს ხედავენ.

„არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ და არ ვქმნით რისკებს, რომლებიც შეიძლება ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას დაემუქროს. ბოლო ორ წელიწადში ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა განვამტკიცეთ. ეს კი ყველას, მათ შორის, რუსეთის მიმართ ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკისა და მიდგომის შედეგია. უცხოელი ინვესტორებისთვის სტაბილური და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო შევქმენით. მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა აღირიცხა — 99 პროცენტით მეტი შარშანდელთან და 155 პროცენტით მეტი 2012 წელთან შედარებით. მართალია, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა, მას ახალგაზრდა ლიდერები ჰყავს, მაგრამ ჩვენი წარმატების მოტივაცია მართლაც უზარმაზარია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: