ირაკლი ღარიბაშვილი: “აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია” (VIDEO)

0

1426528_560243094066771_1365063079_nაფხაზეთი იყო და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეგრისობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ბრალდებულისგან ჭკუის სწავლებას ვერ მიიღებს.

“მე მოვისმინე ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე. საქართველოს ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ძმების, აფხაზების ბედი. მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ არასოდეს მივიღებთ არც ერთ სიტყვას იმ ადამიანისგან, რომელიც არის ბრალდებული უამრავ დანაშაულში. ადამიანისგან, რომლის რეჟიმის პირობებში ხდებოდა სისტემურად ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და რომლის დროსაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობა დაირღვა. საქართველომ სწორედ სააკაშვილის დროს დაკარგა კოდორი, სწორედ მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად მოხდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება. სწორედ მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეს გამოდის და ჩვენ ჭკუას გვასწავლის ადამიანი, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ ციხეებში ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება და მკვლელობები, რომლის დროსაც ბიზნესი არ იყო თავისუფალი, ადამიანი თავისუფლად ვერ სუნთქავდა. დღეს ეს ადამიანი გამოდის და გვასწავლის, რომ სიტყვა, რომელიც გამოვიყენეთ, როგორც ე.წ და ბრჭყალებში ჩასმული მნიშვნელობით, საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. არც ერთ შემთხვევაში ასე არ არის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია ხალხსა და ქვეყანაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: