ირაკლი ღარიბაშვილი დათა ახალაიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

0
garibashviliშინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დათა ახალაიას “შეღავათი გაუწიონ”.
ამის შესახებ მან გაზეთ “ყველა სიახლესთან” ინტერვიუში განაცხადა.
“დათა ახალაია კუდ-ის ხელმძღვანელი იყო და ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, ამიტომ ჩვენს უწყებასთან მისი თანამშრომლობა საინტერესო იქნება. გამორიცხული არ არის, აქედან გამომდინარე, მას შეღავათიც გავუწიოთ. თუ დათა ახალაიას სურვილი აქვს, თავის ქვეყანასა და ხალხს სიმართლე უთხრას, რა ხდებოდა რეალურად და რა დავალებებს აძლევდნენ მას, ეს დაეხმარება გამოძიებას იმ მრავალი საქმის გახსნაში, რომელიც დღემდე ბურუსითაა მოცული, საბოლოო ჯამში კი, ეს ქვეყანას წაადგება. არ გამოვრიცხავ მასთან თანამშრომლობას, გამოძიებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

სხვა ახალი ამბები: