ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ძლიერ ქართულ სახელმწიფოს

0

11329911_855740334517044_7800633262511721097_nპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იმედოვნებს, რომ საქართველო გამთლიანდება.

“დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ეს ჩვენი წინაპრების უდიდესი მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ხალხს სისხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ ყველა ერთად ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. დავიცვათ ის, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის.

დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას. ეს არის ქართული სახელწიფოს განვითარების ერთადერთი სწორი გზა, რომელიც საერთო ევროპული ოჯახისკენ მიგვიყვანს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად ახლოს ვართ საბოლოო მიზანთან, ვიდრე – ოდესმე.

ჩვენ ვალდებული ვართ ქართველ ხალხს შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. მე მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: