ირაკლი ღარიბაშვილი: “დღეს აღარ გისმენენ!”

0

gaariibaaaსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „დღეს აღარ გვისმენენ“. ღარიბაშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„მოსმენების თემა ყველა ქვეყანაში პრობლემაა. ჩვენს ქვეყანაში რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, კატასტროფა იყო. ყველას მოსმენა და გადაღება ხდებოდა – ჟურნალისტების, დიპლომატების, სასულიერო პირების, საკუთარი გუნდის წევრების… არ მინდა, ისედაც სტრესის ქვეშ მყოფი საზოგადოება დავძაბო, მაგრამ მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც მე მაკრიტიკებს ამ მოსმენების გამო, თითქოს ჩვენ არ გვსურს და ისინი გამოდიან უფრო მეტად დემოკრატები: მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი, რომელმაც საზოგადოებას აჩვენა, რასთან გვქონდა საქმე; მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი, რომელმაც უკანონოდ მოპოვებული ფაილები გაანადგურა. ჩვენ ვთქვით, რომ დავასრულეთ ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დასრულდა, რა თქმა უნდა, დღეს აღარ გვისმენენ“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა დარეგულირების საკითხში ევროკავშირის რეკომენდაციები იქნა გათვალიწინებული, თუმცა დარჩენილია 10%.

„მესმის, რომ რთული საკითხია, ამდენ ხანს ვერ შეძლეს რეგულაციების მოფიქრება. პარლამენტში ცხარე დებატები იყო. ჩვენმა ხელისუფლებამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების დარეგულირების ნაწილში დიდ პროგრესს მიაღწია. ეს იყო რეკომენდაციები, რეგულაციები, რომლებიც ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მივიღეთ და გავითვალისწინეთ და თითქმის 90% შესრულებული გვაქვს. შევქმენით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. აეოცირების ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ ამ ინსტიტუტს რაც შეიძლება, მეტი უფლებამოსილება უნდა მივცეთ და მას მივანიჭეთ უფლებამოსილება. ყველა ის კანონიერი მოსმენა და მოსამართლის მიერ გაცემული ნებართვები ინსპექტორთან მიდის, რომელიც პოლიციის საქმიანობაზე ახორციელებს მონიტორინგს. მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩა, რომელიც რეგულაციებს საჭიროებს – მუდმივი და პირდაპირი წვდომა ელექტრონულ კომუნიკაციებზე. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს, მაგრამ მეორეს მხრივ, არ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებას დაარღვევს. ყველა ქვეყანაში განსხვავებული მიდგომებია, ჩვენ კი ჩვენი გამოწვევები უნდა გავითვალისწინოთ, შიდა თუ გარე საფრთხეები, – სენსიტიურ რეგიონში ვცხოვრობთ. პარლამენტთან მქონდა კომუნიკაცია, რაც შეიძლება, მალე დაესრულებინათ ეს საკითხი და იმედი მაქვს, რომ მალე მოაგვარებენ ამ პრობლემას“,- განაცხადა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: