ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ზუგდიდში “ქართული ოცნების” კანდიდატებს წარადგენს

0

10265651_649680891789657_6496971037797127516_oდღეს, 18 მაისს 16.00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება კოალიცია “ქართული ოცნების” სამეგრელოს რეგიონის გამგებლობის კანდიდატების წარდგენა.

სამეგრელოს რეგიონის შვიდივე კანდიდატს წარადგენს და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რის შემდეგაც დაიწყება გალა კონცერტი. საინფორმაციო სააგენტო smo.ge აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს მერი შენგელაიას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

“დღე იქნება დადებითი ემოციებით დატვირთული, რამეთუ საქართველოს პრემიერი პირადად წარადგენს სამეგრელოს რეგიონში შვიდი მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებს. წარდგენის შემდეგ საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამეგრელოს მოსახლეობას, რომელიიც პარალელურატ გადაიცემა წამყვანი ტელევიზიების პირდაპირ ეთერში. ამის შემდეგ კი დაიწყება საკონცვერტო პროგრამა ქართველი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით. დედაქალაქიდან ზუგდიდში კვბირას მოწვეულია სხვადასხვა პოპულარული მუსიკალური ჯგუფები და შოუბიზნესის ცნობილი სახეები.”-განაცხადა მერი შენგელაიამ.

სხვა ახალი ამბები: