ირაკლი ღარიბაშვილი: “ეს არის დემოკრატია, ჩვენ ჭეშმარიტ დემოკრატიას ვაშენებთ”

0

garibaaaaaaპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას „დემოკრატიულ პროცესად“ მიიჩნევს. ამის შესახებ მან „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს დემოკრატიაა, ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურდა, სხვა საკითხია, რამდენად სწორია ან არ არის სწორი. განხილვაში არ შევალ, რადგან ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება, ვისაუბრო, თუ რამდენად მართებული იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მისი კონსტიტუციური უფლება და ნება. ამის თაობაზე ჩვენმა უმრავლესობამ პარლამენტში განმარტება გააკეთა. მიმაჩნია, რომ ღირსეულად უპასუხა პარლამენტმა პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას. აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. საინტერესო ხუმრობა გაჩნდა: „ბატონი დავით საგანელიძე ისე გაბრაზდა, გადაწყვიტა, პრეზიდენტს ვეტოს უფლება ჩამოართვასო“, მაგრამ მე მგონი, ეს არ მოხდება. მოსახლეობისთვის უნდა განვმარტო, რომ მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტს დაბალანსებული ურთიერთობა აქვთ, არცერთ ორგანოს არ ჩამორთმევია უფლება, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ, მაგრამ ჩვენს ჩარჩოებში მოქმედება უნდა ვისწავლოთ. ამას შეგუება სჭირდება. ეს არის დემოკრატია, ჩვენ ჭეშმარიტ დემოკრატიას ვაშენებთ, – ეს არის, რაზეც ქართული საზოგადოება და პირადად მე ვოცნებობდით – ვიყოთ თავისუფლები და არ უნდა ვიყოთ შებოჭილები. რომელიმე დეპუტატი თუ რამეს იტყვის, აჟიოტაჟი არ უნდა ატყდეს“,- განაცხადა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: