ირაკლი ღარიბაშვილი: “ეს იყო მართლაც უპრეცენდენტო არჩევნები”

0

GARIBASDHVILIსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს. ღარიბაშვილის მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიაციალურ გვერდზე ქვეყნდება, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ:

“მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ვინაიდან ეს იყო მართლაც უპრეცენდენტო არჩევნები. მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში, მშვიდ ატმოსფეროში.

ეს იყო ნამდვილად ევროპული სტანდარტების არჩევნები. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ქართული დემოკრატიის, ქართული თანამედროვე სახელმწიფოსი. ეს არის გამარჯვება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მთლიანად ქართველი ხალხის და ჩვენი მთავრობის. მინდა მივულოცო გამარჯვება გიორგი მარგველაშვილს. მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს, თითოეულ მოქალაქეს. ძალიან გახარებული ვარ, ვუერთდები თითოეულ რიგით მოქალაქეს და მასთან ერთად ვზეიმობ გამარჯვებას.”

სხვა ახალი ამბები: