ირაკლი ღარიბაშვილი: “ვალდებული არ ვარ მთავრობას ვაბარო რომელ საქმეს ვიძიებ და რომელს არა”

0

2013031919314404ვალდებული არ ვარ მთავრობას ვაბარო რომელ საქმეს ვიძიებ და რომელს არა, – ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ “დიდ პოლიტიკაში” ირაკლი ალასანიას განცხადებების კომენტირებისას გააკეთა.

“მიუხედავად ამისა, რომ ეკითხა მას ჩემთვის ბუნებრივია ვეტყოდი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ მინისტრს მაგრამ ის არ დაინტერესებულა. წულუკიანმა მკითხა და მე მას ვუთხარი. ვთვლი რომ ალასანიას განცხადების სპეკულურება მოხდა და არ მინდა ამის ზედმეტად სპეკულირება”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ “დიდ პოლიტიკაში” წინა კვირას თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა მზაობა, რომ “ჯიჰადის” სახელით დამზადებული კლიპის გამოძიებას ის დამოუკიდებლად მოახდენდა.

სხვა ახალი ამბები: