ირაკლი ღარიბაშვილი: “ვერ გეტყვით რომ სააკაშვილი ხალხს ენატრება, თუმცა საქართველოში დაბრუნება შეუძლია”

0

1523786_579334918824255_1379858709_o12“მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და დაბრუნება შეუძლია”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.

მან ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის კითხვის პასუხად განაცხადა. ეს უკანასკნელი დაინტერესდა, შეუძლია თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება, „რომელმაც ქვეყანა დატოვა და აშშ-ში აკადემიაში ასწავლის“. მის პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა:

„ის საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ რატომაც არა, მას შეუძლია დაბრუნება. მან ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ვერ შეგპირდებით, რომ ის ხალხს ენატრება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაბრუნება შეუძლია. მას ჯერაც საქართველოს მოქმედი პასპორტი აქვს. ასე რომ, ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგზაურობა შეუძლია”, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.