ირაკლი ღარიბაშვილი: „ვერავინ ვეღარ უნდა გაბედოს მსგავსი ხუმრობა!“

0

irakli_garibashvili_1ღარიბაშვილი მშობლებს ბოროტი ხუმრობის შემთხვევაში შვილების უმკაცრესად დასჯის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, ბავშვებს სათანადო ყურადღება მიაქციონ.

ეს განცხადება ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გუშინდელი ცრუ შეტყობინებების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

შს მინისტრმა განმარტა, რომ როგორც წესი, ყველა მსგავსი ბოროტი ხუმრობის ავტორი არასრულწლოვანია და ასეა გუშინდელი ზარების შემთხვევაშიც.

„მშობლები თავის შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს და აუკრძალოს შვილებს მსგავსი ბოროტი ხუმრობა. უკვე გამოცხადდა, რომ ჩვენ კანონს ვამკაცრებთ. ჩვენ ფორსირებულად, იმედი მაქვს, რაც შეიძლება, მოკლე ვადებში დავამტკიცებთ ამ კანონს, რის შემდეგაც ყველა ცრუ შეტყობინების ავტორი ძალიან მკაცრად დაისჯება. ვერავინ ვეღარ უნდა გაბედოს მსგავსი ხუმრობა“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: