ირაკლი ღარიბაშვილი: “იმედი გვაქვს, რომ “ევროვიზიაზე” ქართველი მომღერალი გაიმარჯვებს”

0

13279_856277044463373_7364822611799135169_nსაქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ევროვიზიის” ქართველ მონაწილეს ნინა სუბლატს მადლობა გადაუხადა საკუთარი ქვეყნის წარმოჩენისთვის და მზადყოფნა გამოთქვა გამარჯვების შემთხვევაში “ევროვიზიას” საქართველოში ღირსეული მასპინძლობა გაუწიოს.

“მინდა გულითადად მივესალმო საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილე ჩვენს ნიჭიერ მომღერალს – ნინა სუბლატს, რომელმაც უკვე მოუტანა წარმატება ჩვენს ქვეყანას და ათ საუკეთესოთა შორის ფინალში გავიდა.

ნინას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ. ის უკვე დასახელდა „ევროვიზიის“ საუკეთესო მომღერალთა შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ ფინალში ქართველი მომღერალი, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გახდება.

მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ ნინა სუბლატს. ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა.

ჩვენ ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ „ევროვიზიას“ საქართველოში.

წარმატებები ნინას და მთელ საქართველოს!”-ნათქვამია პრემიერის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.