ირაკლი ღარიბაშვილი: “მიხეილ სააკაშვილს ობიექტური გამოძიება გასცემს პასუხს”

0

10537040_693310440760035_6325986706448605647_nპრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ექს–პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენატრების გაკეთება არ სურს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ობიექტური გამოძიება გასცემს პასუხს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ განუცხადა, გამოძიება გამჭვირვალე იქნება.

“მას შემდეგ, რაც ჩვენს ჯარისკაცებს ვუყურე და მართლაც საამაყო ადამიანების და ბიჭების გვერდით ვიდექი, არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე კომენტარი გავაკეთო. მას პასუხს გასცემს ობიექტური გამოძიება. რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე. დამატებითი კომენტარების გაკეთება არ მსურს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: