ირაკლი ღარიბაშვილი: “მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ–მინისტრი”

0

garibashviliშს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, “ვინ იქნება პრემიერ–მინისტრი – საინტერესო არ არის, რადგან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება“.

ამის შესახებ მან ინგა გროგოლიას გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა ის მომავალი პრემიერი.

“ეს საკითხი ჩემთვის უინტერესოა. არსებობს სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებას. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ–მინისტრი. ერთ რამეში უნდა ვიყოთ ყველანი ღრმად დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საუკეთესო მისი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, შესაბამისად, მე ვიქნები თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა და არც არის საინტერესო. მე ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა მაქვს. ვმუშაობ, ამაზე არ ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ ამ თემით სპეკულირება ამ ეტაპისთვის უნდა დავხუროთ“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: