ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მივა

0

1360158615_irakli_gharibashvili_4შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობის თხოვნის შესაბამისად, პარლამენტში მივა.

“რატომაც არა, ვინ თქვა რომ არ მივდივარ? ტყუილად ატეხეს აჟიოტაჟი. უბრალოდ ერთი კვირა არ მეცალა. მე მათ ოფიციალური წერილი გავუგზავნე, ვინაიდან ჩემი შეხვედრების განრიგი წინასწარ იყო გაწერილი, პარლამენტში მისვლა ფიზიკურად ვერ მოვახერხე, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ იქ არ მივალ. მე პარლამენტს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, მივალ”, – განუცხადა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობამ გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს თხოვნით მიმართა, შუამდგომლობა გაუწიოს მათ შს მინისტრთან, რათა პარლამენტში გამოცხადდეს.

 

სხვა ახალი ამბები: