ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

0

993342_502576926500055_1024786805_nშინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა და პირადად გაესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

მინისტრმა დაღუპულ პოლიციელთა შვილებს საჩუქრები გადასცა. ბავშვებმა „IPhone“-ის მოდელის მობილური ტელეფონები, „IPad“-ის მოდელის პლანშეტური კომპიუტერები და ველოსიპედები მიიღეს. ერთ-ერთი პოლიციელის ქალიშვილი თამარ რომელაშვილი იუბილარი იყო, მინისტრმა მას დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

შს მინისტრის ინიციატივით, საზეიმო მიღების შემდეგ, ბავშვები საპატრულო პოლიციის მანქანებით ქალაქში გაასეირნეს, შემდეგ კი კინოთეატრში წაიყვანეს მულტფილმის სანახავად.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა.

“აგვისტოს ომიდან 5 წელი გავიდა. ომში შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა, ის ადამიანები გმირები იყვნენ. ჩვენთვის ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითის მიმცემი. ჩემი სურვილი იყო, მათ შვილებს შევხვედროდი და გარკვეული თანაგრძნობა გამომეხატა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ მათ ჰყავდათ გმირი მამები, მეუღლეები და შვილები”,-აღნიშნა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: