ირაკლი ღარიბაშვილი: “სპექტაკლები დამთავრდა და არასდროს აღარ განმეორდება”

0

garibashviliშინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ხურჩაში, 2008 წლის 21 მაისს განხორციელებულ თავდასხმას “შეკვეთილ ტერორისტულ აქტს” უწოდებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მაგალითი მეტყველებს იმაზე, თუ რა მეთოდებით ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება საკუთარ ხალხს.

“საზოგადოებამ ნახა, როგორი მეთოდებით ებრძოდა საკუთარ ხალხს წინა ხელისუფლება – ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი, განხორციელებული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ მომხდარიყო მათი დაშინება, გამოეწვიათ პანიკა და ა.შ… ეს სპექტაკლები დამთავრდა და არასდროს აღარ განმეორდება. ძალიან მარტივი შესაფასებელია საზოგადოებისთვის – მათ უნდა აირჩიონ ან მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა, ან მსგავსი დადგმული ტერაქტების ეპოქა”-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

სხვა ახალი ამბები: