ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩემი ცოლის ნათესავი ჩემი ნათესავი არ არის”

0
img_intro_news_bigსაპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს პარლამენტში გამოცხადებულ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა მის ნათესავებთან დაკავშირებით დაუსვა, რომლებიც, მისი მონაცემებით, არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ თანამდებობებზე დაინიშნენ.
შს მინისტრმა ნადირაშვილს კითხვის დასმა არ დაასრულებინა და აღნიშნა, რომ „მისი ცოლის ნათესავი მისი ნათესავი არ არის, ამდენად ეს ბრალდება მისთვის მიუღებელია”.
„თქვენ არ გაგიგიათ ცოლის ნათესავი, რომ ნათესავი არ არის?! ჩემს ნათესავებზე გადადით!”- მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატს ღარიბაშვილმა.
საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრობლემად არ მიაჩნია ის ფაქტი, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მისი ნათესავი დანიშნა.
„არანაირ დისკომფორტს და უხერხულობას არ მიქმნის ის, რომ ჩემი ნათესავია შსს-ს გენინსპექციის უფროსი. ის ჩემი ნათესავური ნიშნით არ შემირჩევია. ზვიად ჯანყარაშვილი კარგი მენეჯერია და იცის, როგორ აკეთოს საქმე”- ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების გოკა გაბაშვილისა და ირმა ნადირაშვილის კითხვებს შს სამინისტროსა და სხვა უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე მისი და მისი მეუღლის ახლო ნათესავების დანიშვნასთან დაკავშირებით.

სხვა ახალი ამბები: