ირაკლი ღარიბაშვილი: “ხალხი 7 ნოემბერს არასოდეს აპატიებს ნაციონალურ მოძრაობას”

0

10688160_748220431935702_8212224793719948296_oსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 7 ნოემბერი არის თარიღი, რომელსაც ხალხი არასოდეს აპატიებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, 2007 წლის 7 ნოემბერი სახელმწიფოს უახლესი ისტორიის სისხლიანი თარიღია.

„მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე – სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები, ფეხქვეშ გათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. მინდა გავიხსენო 7 ნოემბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა. ეს იყო თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ძალადობრივი გზით და რეჟიმის გამოხატულება. მაშინ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება, თავისუფლების მოყვარული ხალხი ღირსების შელახვას არასოდეს შეეგუება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სხვა ახალი ამბები: