ირაკლი ღარიბაშვილი 15.00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს

0

gariibaashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბრიფინგი 15.00 საათზე ჩატარდება. მისი თემა არ კონკრეტდება, თუმცა სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს.

როგორც ცნობილია, დღეს თანამდებობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დატოვა. იგი მეშვიდე მინისტრია, რომელიც გადადგა, რის გამოც მთავრობა ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს.

სხვა ახალი ამბები: