ირაკლი ღარიბაშვილმა დედის დღე საკუთარ თანამშრომლებს მიულოცა

0

374453_139265619576568_128589451_nშს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედის დღე პირადად მიულოცა 8-შვილიან თანამშრომელს შორენა თოფურიას.
მინისტრის ბრძანებით, მრავალშვილიანი ქალბატონი პერსონალური კომპიუტერით დასაჩუქრდა. შორენა თოფურიას ერთ–ერთ შვილს, რომელსაც უსახსრობის გამო უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური წელი ჰქონდა აღებული, სამინისტრო სრულად დაუფინანსებს სწავლას. ბაღის საფასური აუნაზღაურდებათ მრავალშვილიანი ოჯახის მცირეწლოვან შვილებსაც, სრულწლოვან შვილებს კი საშუალება მიეცემათ, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირება შსს–ში გაიარონ.
შორენა თოფურია საშტატო პოზიციიდან 2005 წელს გაათავისუფლეს. მას შეუჩერდა კაპიტნის წოდება და დღემდე ხელშეკრულების საფუძველზე, მინიმალური ანაზღაურებით, შსს აკადემიის თანამშრომელია. მინისტრის ბრძანებით, იგი შტატიანი თანამშრომელი გახდება და წარდგენილი იქნება პოლიციის წოდების მინიჭებაზე.
გარდა ამისა, მინისტრის სახელით დედის დღე, სამინისტროს წარმომადგენლებმა მრავალშვილიან თანამშრომლებს რეგიონებშიც მიულოცეს.

სხვა ახალი ამბები: