ირაკლი ღარიბაშვილმა “ეგრისობაზე” ქალაქ ფოთის კუთხეს კრეატიული უწოდა.

0

10671407_885483371469805_8373426972218608430_nპრემიერ-მინისტრა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიულ ციხე-ქალაქ ნოქალაქევში სახალხო დღესასწაული „ეგრისობა“  გახსნა.პრემიერ-მინისტრის  განაცხადებით  ეგრისობის დღესასწაული ქართველი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი ერთად ყოფნის სურვილია. „ჩვენი მიზანი საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი, ევროპული ტიპის სახელმწიფო.

ჩვენი ხალხი იმსახურებს, რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთო ევროპულ ოჯახში. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუქმნას ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების პირობები. მართალია, თითოეულ ჩვენგანს ეჩქარება შედეგი, მაგრამ ყველა პროცესს დრო სჭირდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

10447849_885485264802949_5050316676381193544_n10458345_885484941469648_4160364351018055256_n10703727_814983331891078_2036762767708311614_nძველი ციხე–ქალაქის ეზოში სამეგრელოს ყველა კუთხის წარმომადგენლებს საკუთარი პავილიონები ჰქონდათ წარმოდგენილი.ფოთის კუთხე პრემიერს  მას   ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერებინა,  სადაც წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის ნამუშევრები მინანქარი, თექა, გობელინი, კერამიკა, ხე, ჭედური ნამუშევრები. კოლხური კულტურის მუზეუმიდან მე_4 ათასწლეულის დროინდელი ექსპონატები. არგოს მაკეტი, ფერმწერ კოკა ეგნატოვას მიერ წარმოდგენილი ბანერი „კოლხეთის კომპოზიცია“ . და ეთნო_ევროპული სამზარეულო.  ირაკლი ღარიბაშვილმა  ფოთის კუთხეს კრეატიული უწოდა.

სხვა ახალი ამბები: