ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში გარდაცვლილი შსს თანამშრომლის ოჯახს ბინა გადასცა

0

iraსამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამეგრელოს სოფელ ხორგაში დაღუპულ შს თანამშრომელს, დავით დემურიას ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბინა თბილისში, კერძოდ, ვაზისუბანში გადასცა.

გარდაცვლილი პოლიციელის შვილის, 8 წლის ნიკოლოზის სპორტულ აკადემიაში სწავლას ამიერიდან სამინისტრო დააფინანსებს. დავით დემურიას ქვრივი კი შსს-ს სისტემაში დასაქმდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ბინა გადასცა ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ მამუკა კობახიძეს. კობახიძეს 21 სექტემბერს სახლი დაეწვა. ცეცხლმოკიდებული სახლიდან პოლიციელმა მხოლოდ ტაბელური იარაღი და შსს-ს თანამშრომლის მოწმობა გამოიტანა. კობახიძე მეუღლესა და სამ შვილთან ერთად უსახლკაროდ იყო დარჩენილი. მამუკა კობახიძეს ახალი ბინა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე გადაეცა.

სხვა ახალი ამბები: