ირაკლი ღარიბაშვილს facebook-ის საშუალებით დაბადების დღეს ულოცავენ

0

irakliსოციალურ ქსელ facebook-ში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღეს ულოცავენ. ყველაზე წარმატებული მინისტრი დღეს იუბილარია.

მინისტრს დაბადების დღეს ულოცავს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის”. მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელ facebook-ში ქვეყნდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ბატონო ირაკლი გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ წარმატებებს კარიერაში. თქვენ ბრძანდებით ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოს ახალ მთავრობაში. თქვენ, როგორც ერთ-ერთმა პატრიოტმა და საქმის პროფესიონალმა ქვეყანა გაათავისუფლეთ და იხსენით კრიმინალთა შემოტევებისგან. თქვენ გამოავლინეთ და ამხილეთ ყველა ის კრიმინალური ელემენტი, რომლებიც თავს აფარებდნენ ყოფილ ხელისუფლებაში. სამეგრელოში ყველაზე დიდი რეიტინგის მქონე მინისტრი ბრძანდებით ისევე როგორც მთელ საქართველოში. ჩვენი სურვილია უახლოეს მოავალში გიხილოთ სამეგრელოში და ისეთი დახვედრა მოგიწყოთ, როგორც კოლხებს ეკადრებათ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და  წარმატებებს გისურვებთ.

დიდი პატივისცემით: არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია.”

სხვა ახალი ამბები: