ირაკლი შიხიაშვილი ზუგდიდში ვეტერანებს შეხვდა

1

IMG_20141101_151926ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სამეგრელოში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრა დღეს, ზუგდიდის ენგურქაღალდ კომბინატის კულტურის სახლში დღის 15.00 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები, ომში დაღუპული ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ვეტერანებმა ირაკლი შიხიაშვილს პირადად დაუსვეს კითხვები, შენიშვნები და თხოვნები გაუზიარეს. მათივე ინფორმაციით, მთავარი პრობლემა და გამოწვევა რაზეც სამსახურის ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა ვეტერანების დასაქმების საკითხია, რომლის გადასაჭრელად სამსახურის ხელძღვანელი თანამშრომლებთან ერთად აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანებს პრობლემების ინდივიდუალურად მოგვარებას დაჰპირდა.

სხვა ახალი ამბები: