ირაკლი წერეთელი:- “ახალი ეროვნული მოძრაობის გამოცხადება სასაცილო თავხედობაა”

0

391995_106209629492890_1521754352_nსოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი 19 აპრილის აქციას აფასებს და წერს, რომ გუშინდელი აქცია იყო მრავალრიცხოვანი,მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა გრანდიოზულად ხალხმრავალი. შინარსობრივად არ ვარგოდა.

“გუშინდელ აქციას ჰქონდა ერთი დადებითი მხარე—,ლამაზად იყო გაფორმებული. იყო მრავალრიცხოვანი,მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა გრანდიოზულად ხალხმრავალი. შინარსობრივად არ ვარგოდა. ეს იყო ამბიციებით გატენილი და შეშინებული პოლიტიკანების შეკრება. რიგით მომიტინგეებს არ ვგულისხმობ. სააკაშვილს და მერაბიშვილს ხმაში ეტყობოდათ ისტერია. გარდა ამისა ზედმეტად გადაჭარბებულად და უსამართლოდ გაბერეს თავიანთი ღვაწლი.არანაირი კონკრეტულობა,ლამაზი და ხმამაღალი სიტყვების რახარუხი,არანაირი სინანული და რაც მთავარია ფარისევლობა და არავითარი გულწრფელობა.მაგათი მხრიდან ახალი ეროვნული მოძრაობის გამოცხადება სასაცილო თავხედობაა.

ზოგადად უგულავას გამოსვლა აშკარად ჯობდა სხვათა გამოსვლებს,ადამიანურობის თვალსაზრისით, თუ რა თქმა უნდა გიგი იყო გულწრფელი და არ ფარისევლობდა,რაც მკვეთრად ახასიათებს ნაცმოზრაობის ანგაჟირებულ ლიდერებს. საქართველოში სამწუხაროდ ბევრს სერიოზულად აკლია ეროვნული თავმოყვარეობა და ღირსება,მაგრამ ამ პრობლემას, ღვთის შეწევნით, მოევლება,რა თქმა უნდა მოუსყიდველი და უანგარო ადამიანების უკომპრომისო ძალისხმევით. მერან კოსტავასეული ,ვაჟაფშაველასეული და განდისეული მაღალი სულისკვეთებიდან და ზნეობრივი გადმოსახედიდან ეს იყო ლიდერთა მხრიდან არაჯანსაღი აქცია, არცერთი.

სიტყვა არ თქმულა ჩვენი უტყუარი და სწორუპოვარი, სტრატეგიულად და გამოკვეთილად უმნიშვნელოვანესი და კონკრეტული მოთხოვნებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიმართულებების გარშემო. ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი საქართველოში 2013 წლის 16 იანვრიდან სწორედ ჩვენს მიერ არის დაწყებული. ყველას შეუძლია შემოუერთდეს,უანგარო და კეთილსინდისიერი სულისკვეთებით, ეროვნულ მოძრაობას,განმათავისუფლებელ-ეროვნულ და ანტისაოკუპაციუო, ატლანტიკურ მოძრაობას. ჩვენი ძალისხმევა იდეუირ-მსოფლმხედველობრივი,ზნეობრივი,სულიერი და სტრატეგიული კონკრეტულობის, გამოკვეთილი მიზნობრიობის თვალსაზრიშით, შეუდარებლად მაღლა დგას საქართველოში უკლებლივ ყველა [პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალის მოქმედებებზე. ჩვენ გვაკლია ამ ეტაპზე მრავალრიცხოვნება და საერთოდ არა გვაქვს ფინანსები,რაც პრაქტიკულად ბევრს ნიშნავს,მაგრამ არაფერს ნიშნავს ღმერთისა და ისტორიის მარადიული მდინარებისთვის.

სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ღმრთისმოყვარეობა,კაცთმოყვარეობა,სინანული, სიმდაბლე, გამოკვეთილად კონკრეტული, უტყუარი და სწორუპოვარი სტრატეგიული იდეები,მიზნები და პრინციპები,რომლებიც სწორედ ჩვენი და მხოლოდ ჩვენს მიერ არის უპირველესად ინიცირებული და გაცხადებული, ქართველი ერის ისტორიაში… ,გვაქვს აგრეთვე ყველაზე დიდი გაბედაობა და საბრძოლო შემართება,მაღალი ეროვნული თავმოყვარეობა,ეროვნული ღირსებისა და ეროვნული თავისუფლების,თავისთავადობის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სიდიადისა და ძლევამოსილების ყველაზე უფრო ძლიერი განცდა. ყველაფერი რასაც ვამბობ ფაქტებით არის დადასტურებული, წერილობითი,ფოტო და ვიდეო დოკუმენტური მასალის,ზალზე დიდი მოცულობის მასალის სახით. ეროვნული მოზრაობის სათავეებთან საქართველოშიც და მსოფლიოშიც ყოველთვის იდგა და მომავალშიც უნდა იდგეს დიდი სულის, დიდი სიმართლის,დიადი ეროვნული და მაღალსაკაცობრიო,აუცილებლად ღმერთკაცობრივი იდეალების,მისწრაფებებისა და ზნეობის მატარებელი ადამიანები.

და ბოლოს უკლებლივ ყველა ქართველსა და ყველა ადამიანს, მათ შორის გუშინდელი აქციის მონაწილეებსაც,მხოლოდ სიკეთე და სიხარული მინდა ვუსურვო,სულითა და გულით,ერისა და ადამიანების ნამდვილი კკეთილდღეობის სასიკეთოდ. ღმერთმა დაიფაროს, დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ერი და საქართველო!!!”-წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ირაკლი წერეთელი.

სხვა ახალი ამბები: