ირაკლი ხინთბა სააკაშვილის განცხადებას ფანტაზიას უწოდებს

0

get_imgაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა ფანტაზიას უწოდებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გააუქმა.
“აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით ვანუატუს მთავრობაში ნამდვილად არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ”, – განაცხადა ხინთბამ.

მისივე თქმით, ვანუატუს პრემიერმა მხოლოდ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რაც ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა.

ხინთბას განცხადებით, კუნძულოვანი სახელმწიფო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება იმათგან, ვინც მისი სოხუმთან ურთიერთობების მოწინააღმდეგეა და აღნიშნა, რომ “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ახორციელებს აუცილებელ ქმედებებს შესაძლო პოლიტიკურ-დიპლომატიური პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად”.

სხვა ახალი ამბები: