ირინა იმერლიშვილი: „ნაცმოძრაობის“ წევრებმა უკვე მრავალჯერ ნამსჯელი საკითხები დააყენეს”

0
imerlishviliსაპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირინა იმერლიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე უკვე მრავალჯერ ნამსჯელი საკითხები დააყენეს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე მერამდენედ დააყენა ყველა ის საკითხი თავიდან, რომელიც უკვე ჰქონდა დაყენებული. მიუხედავად იმისა, რომ კომისიას ნამსჯელი ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მას კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ”, – განაცხადა იმერლიშვილმა.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, იმერლიშვილის განცხადებით, კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ მათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ სამარცხვინო უწოდა.

მისი განმარტებით, იმ დროს, როდესაც ის ფაქტების კონსტატაციას ახდენდა, „ირინა იმერლიშვილმა სხდომის მიმდინარეობა წივილ-კივილის რეჟიმში გადაიტანა”.

სხვა ახალი ამბები: