ირინა იმერლიშვილი: “სააკაშვილმა სახელმწიფო დროშა შეურაცხყო”

0

imerlishvili-irina“პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლო კვირას ატარებს ამ შენობაში. საზოგადოების დიდი ნაწილი ალბათ ელოდება მისი ემოციური ფონის გამძაფრებას ბოლო კვირის განმავლობაში. მაგრამ ის, რომ სახელმწიფო დროშა შეურაცხყო, სახელმწიფო სიმბოლიკები შეურაცხყო და ამ შენობაზე, რომელიც არ არის მისი პირადი სასახლე, ეს არის პრეზიდენტის სასახლე, აღმართა გულებიანი დროშა, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, თეთრი სახლის შენობაზე სხვა დროშა ფრიალებდეს, შემდეგ გამოდიოდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და გვუბნებოდეს, რომ კლიპის გადაღება მიმდინარეობს. სრულიად წარმოუდგენელია ეს და მე მას მოვუწოდებ, რომ მოეგოს გონს და ეს დროშა იქიდან ჩამოხსნას”

სხვა ახალი ამბები: