ირინა იმერლიშვილმა შესაძლოა გიგა ბოკერია შეცვალოს

0

imerlishvili__irina_პროფესიით ბიოლოგი და ჩინით გენერალი ქალი, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე  და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა შესაძლოა გიგა ბოკერია შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მოიაზრება.

თავად ირინა იმერლიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. პრესასთან ურთიერთობაში აცხადებს, რომ ამ თემაზე ის კომენტარს არ გააკეთებს.

ცნობისათვის, ირინა იმერლიშვილი მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში მის მოადგილედ მუშაობდა. იმერლიშვილი ასევე იყო ცესკოს წევრი, შემდეგ მან “რესპუბლიკურ პარტიაში” გადაინაცვლა, საიდანაც მოხვდა კოალიცია “ქართულ ოცნებაში”. ირინა იმერლიშვილი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეა.

სხვა ახალი ამბები: