ირმა ინაშვილმა სამეგრელოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა (ვიდეო)

0

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ზუგდიდში სამეგრელოს მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. პარტიის ლიდერის განცხადებით მან დღეს მოისმინა სამეგრელოს მოსახლეობის აზრი და ძირითადი პრობლემები, რომლებიც მომავალში აუცილებლად გასათვალისწინებელია. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერთან შეხვედრაზე სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, მათ შორის იყო კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი.

ირმა ინაშვილის განცხადებით აღნიშნული შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. სამომავლოდ “პატრიოტთა ალიანსი” სამეგრელოში რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასაც გეგმავს.