ისააკ მანიას გამტაცებლები ოჯახს დაუკავშირდნენ და 20.000 დოლარი მოითხოვეს

0

chanacerebi_დილის საათებში გალის რაიონის სოფელ რეფიდან გატაცებულ ისააკ მანიას მშობლებს გამტაცებლები დღის ბოლოს დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 20.000 დოლარი მოითხოვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს გალის რაიონიდან გატაცებულის ახლობლებმა აცნობეს.

“გატაცების მოტივი თავიდანვე გამოსასყიდის მოთხოვნა იყო. გატაცებულის მამასა და თავად გატაცებულს ჰქონდათ პატარა, საოჯახო ბიზნესი. ჰყავდათ საკუთარი მიკროავტობუსი და ხალხი დაჰყავდათ ქვედა ზონის სოფლებიდან გალის ცენტრამდე. ასევე ჰქონდათ ოჯახის შემოსავალი თხილის და ციტრუსის სახით. ეგონათ რომ მილიონებს აბრუნებდნენ და სწორედ ამ მიზნით იქნა გატაცებული ახალგაზრდა ადამიანი.”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

გატაცებულის ახლობლების განცხადებით, გამტაცებლებმა ოჯახს დრო მისცეს ერთი კვირა. თუ ამ დროის მანძილზე არ მოხდება დასახელებული თანხის გადახდა, ისინი ისააკ მანიას ლიკვიდაციით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის სოფელ რეფში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა აღნიშნული სოფლიდან ქვემო ბარღების მკვიდრი ისააკ მანია გაიტაცეს. ისააკ მანია ქალარ გალში მიდიოდა. ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო მიკროავტობუსი გააჩერეს, ისააკ მანია მიკროავტობუსიდან ძალია გამოყენებით ჩაიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ.

სხვა ახალი ამბები: