იტალიის საგარეო უწყებამ აფხაზეთის ქალაქებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გაუქმება მოითხოვა

0

italiis droshaიტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიისა და აფხაზეთის რამდენიმე ქალაქს შორის გაფორმებული ე.წ.დაძმობილების ხელშეკრულებების გაუქმება-გაბათილება მოითხოვა.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა სოხუმის, ბიჭვინთისა და ახალი ათონის მმართველებმა იტალიის რამდენიმე ქალაქთან დაძმობილების ხელშეკრულებები გააფორმეს.

„მათ ქალაქებს პირობითად დავაქმევდი, რადგან ისინი ძალიან მცირე, დაბის ტიპის დასახლებებია. ამის მიუხედავად ყველა ზომა მივიღეთ როგორც იტალიის საელჩოში თბილისში, ისე იტალიაში ჩვენს საელჩოში. საქართველოს საელჩო იტალიაში ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ კონსულტაციებს მართავდა. იტალიის საგარეო უწყებიდან პასუხი მიღებულია“, _ განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან აღნიშნული განცხადებიდან ციტატა მოიყვანა: „ასეთი ინიციატივები არ ასახავს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას აფხაზეთის საკითხზე, რაც უცვლელია. მეტიც, იტალიის კანონმდებლობით, რომელიც ადგილობრივი ორგანოების საერთაშორისო საქმიანობას აწესრიგებს, 2014 წლის მაისში ხელმოწერილი შეთანხმებები ნამდვილად არ მიიჩნევა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათი გაუქმება-გაბათილება უკვე მოითხოვა“, _ აღნიშნულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ საპასუხო განცხადებაში.

დავით ზალაკალიანის თქმით, ყველა ის ე.წ. ხელშეკრულება, რომლის ტირაჟირებასაც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები ახდენენ, ბათილად იქნება ცნობილი.

„ყველა ასეთი შემთხვევა ძირითადად პროპაგანდისტული მიზნებს ემსახურება და სასურველი რეალურად წარმოჩენის მცდელობაა“, _ დასძინა დავით ზალკალიანმა.

სხვა ახალი ამბები: