იუზა ყურუა აფხაზმა მილიციელებმა დააკავეს, რომელსაც საზღვრის გადაკვეთაში ადანაშაულებენ

0

182980_587164831317444_658491545_nზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიიდან დილით გაუჩინარებული იუზა ყურუა გალის მილიციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით ზუგდიდის რაიონის მკვიდრის იუზა ყურუას დაკავების მიზეზი დე-ფქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა იყო.

საინფორმაციო სააგენტონ smo.ge დაუკავშირდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის გამგებელს ბესიკ მორგოშიას, რომელმაც განაცხადა, რომ ყურუას დაკავება არ მომხდარა აფხაზების მიერ კონტროლირებად საზღვარზე.

“იუზა ყურუა დააკავეს ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ის მდინარის პირას თავის მეზობელთან ერთად შეშას აგროვებდა. როცა იუზა ყურუამ და მასთან ერთად მყოფმა პირმა შეამჩნიეს ჩვენს საზღვარზე გადმოსული აფხაზები ყურუას მეზობელმა გაქცევა მოასწრო, ხოლო ის ადგილზე დააკავეს. თავიდან სოფელში ეგონათ რომ გატაცებული იყო, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ე.წ აფხაზმა მილიციელებმა დააკავეს”-აცხადებს ორსანტიის გამგებელი.

თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იუზა ყურუას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება ბრალად, რომელიც მათი კანონმდებლობით სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

სხვა ახალი ამბები: