“იურმალაზე” საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენს

0

1358159282_322031_319472768171821_597331347_oიურმალას მუსიკალურ ფესტივალ “ახალი ტალღა 2013”-ზე საქართველოს სახელით სალომე ქათამაძე წარსდგება.

კიევში “ახალი ტალღის” შიდა შესარჩევ კონკურსზე ჟიურის წინაშე სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე გუშინ წარსდგნენ. ჟიურიმ გადაწყვეტილება სალომე ქათამაძის სასარგებლოდ მიიღო.

კიევის შესარჩევ კონკურსამდე, რამდენიმე დღით ადრე თბილისში კომპოზიტორ იგორ კრუტოის მიერ დაარსებული კომპანია “არსის” წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენლებთან ერთად 47 კონკურსანტიდან სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ “არსის” ჯგუფში ქართული წარმოშობის მუსიკოსები, ბრენდონ სტოუნი (ბესო შპეტიშვილი) და ვალერი მელაძეც შედიან.

სხვა ახალი ამბები: