იუსუპ ლაკაევს სოხუმში პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

0

8ბათუმში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს, იუსუპ ლაკაევს სოხუმის დე-ფაქტო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები ლაკაევს რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის დიმიტრი ვირშენიოვის და მისი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ მას ბრალად ედება ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადება-შენახვა და აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა. რუსი დიპლომატი დიმიტრი ვერშინიოვი სოხუმში საკუთარ სახლთან მეუღლესთან ერთად მოკლეს. თავად ლაკაევი ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, მას შემდეგ რაც მან პოლიციას ესროლა და 2 კაცი დაჭრა.

სხვა ახალი ამბები: