“კაზანტიპზე” ბევრი ნარკოტიკი და სექსი იქნება”: პროვოკაციული შეტყობინება საქართველოს მოქალაქეებს

0

mesiji kazantipze“კაზანტიპის” საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სახელით მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს ცრუ შეტობინებები ეგზავნებათ. შეტყობინება ნებისმიერ აბონენტს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “კაზანტიპზე” 20 აგვისტოდან იქნება ბევრი ნარკოტიკი და სექსი და აუცილებლად მოვიდნენ.

აღნიშნულ განცხადებას “კაზანტიპის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ფესტივალისთვის ხელის შეშლას.

„კაზანტიპის“ ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს მსგავს ფაქტს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა ამ თემაზე არა ერთი განცხადება გააკეთა. კაზანტიპზე სექსი და ნარკოტიკები არ იქნება. შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული წერილის შინაარს შეიცავს არის ცრუ და პროვოკაციული. ასე რომ, ნუ აყვებით ცილისწამებას, ეწვიეთ 20-დან 30 აგვისტომდე კაზანტიპის რესპუბლიკას, 2014 წლის ყველაზე მოდურ ადგილს მთელ მსოფლიოში და აიხდინეთ თქვენი ლამაზი ოცნებები”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: