“კაზანტიპის” მხარდამჭერები ანაკლიაში აქციას გამართავენ

0

news_27499დღეს, 18.00 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობა და მათთან ერთად “კაზანტიპის” ანაკლიაში გამართვის სხვა მხარდამჭერები აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, სადაც მხარს დაუჭერენ მუსიკალურ-სპორტული ფესტივალის ჩატარებას.

“აქცია დაგეგმილია ანაკლიის ცენტრში 18.00 საათზე. აქ შეკრებას გეგმავს ადგილობრივი მოსახლეობა სხვა მხარდამჭერებთან ერთად და ველოდებით ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის თავს აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერად. გთხოვთ მობრძანდეთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ფესტივალის გამართვა-არგამართვასთან დაკავშირებით”-აცხადებენ დღევანდელი აქციის ორგანიზატორები.

სხვა ახალი ამბები: