“კაზანტიპის” მხარდამჭერ აქციას ანაკლიაში 25 ჟურნალისტი უერთდება

0

anaklia beachანაკლიაში დღეს დაგეგმილ “კაზანტიპის” მხარდამჭერთა აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი ჟურნალისტებიც უერთდებიან. 25 ჟურნალისტი, რომელიც აღნიშნულ აქციას 18.00 საათზე შეუერთდება უკვე ანაკლიაში იმყოფება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს დღეს დაგეგმილი მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს.

“ანაკლიაში იმყოფება დაახლოებით ოცდახუთამდე ჟურნალისტი, რომლებიც ადგილობრივებთან და “კაზანტიპის” მხარდამჭერებთან ერთად აპირებენ აღნიშნულ მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას. აქცია ანაკლიის ცენტრში ზუსტად 18.00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 1 საათი გაგრძელდება. ადგილობრივები და მხარდამჭერები უბრალოდ დააფიქსირებენ საკუთარ აზრს მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით. რაიმე განსაკუთრებული სახე ამ აქციას არ ექნება”-აცხადებენ ორგანიზატორები.

“გარყვნილების პროპაგანდას არ სჭირდება მუსიკალური ფესტივალები. ის ვისაც აქვს სურვილი გარყვნილებას მიეძალოს, ყველგან შეძლებს ამის გაკეთებას. ეს იქნება ანაკლია თუ ზუგდიდის ან თბილისის ცენტრში. ეს არის ერთი ჩვეულებრივი მუსიკალური ფესტივალი რამაც საზოგადოების გარკვეულ კატეგორიაში უმიზეზო ვნებათაღელვები გამოიწვია. ანაკლიაში უნდა ჩატარდეს ეს ფესტივალი, რადგან ამით არავინ ქართველობას ამით არ გვართმევს, პირიქით ეს იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი და უნდა გვიხაროდეს”-აცხადებენ ის ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარი აზრის დაფიქსირებას დღევანდელ აქციაზე აპირებენ.

სხვა ახალი ამბები: