“კაზანტიპის” პირველი დღე დასრულდა: რეალობა და მოლოდინები (ფოტორეპორტაჟი)

0

kazan tiipკაზანტიპის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში წუხელ 21.00 საათზე ოფიციალურად გაიხსნა. ტურისტებმა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, ანაკლიაში უკვე დაიკავეს სასტუმროს ოთახები, ასევე სპეციალურად ტურისტებისთვის დადგმული კარვები და საცხოვრებელი სახლებიც.ტურისტების შემოდინება “კაზანტიპის რესპუბლიკაში” გუშინ დილიდან დაიწყო და ისევ გრძელდება.

ფესტივალის ორგანიზატორები წლევანდელ სეზონზე რამდენიმე თას ტურისტს ელოდებიან მშოფლიოს მაშტაბით. ადგილზე არიან ასევე ის შემსრულებლები და დიჯეები, რომლებიც საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე იღებენ მონაწილეობას.

006007012“კაზანტიპის” ტერიტორიაზე მუშაობს შვიდასამდე ტქასი, რომლებზეც სპეციალური საშვები ჯერ კიდევ ფესტივალის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე გაიცა. მუშაობს ადგილზე მუნიციპალური ბაზარი და სხვადასხვა კაფე-ბარი, რესტორანი და სწრაფი კვების დაწესებულებები.

ტურისტები, რომლებიც წელს კაზანტიპის ფესტივალზე ანაკლიაში ჩამოვიდნენ აღნიშნავენ, რომ ანაკლია საუკეთესო კურორტია და ბევრად უფრო ლამაზი, ვიდრე ყირიმი, სადაც ადრე აღნიშნული ფესტივალი ტარდებოდა.

010013kazan tiip“არაჩვეულებრივი სილამაზეა და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ეს იყო ყირიმში. მე უკვე მერვედ ვესწრები კაზანტიპის მუსიკალურ ფესტივალს და შედარებას ვაკეთებ. ძალიან ლამაზია ანაკლია და კიდევ, აქ ყირიმთან შედარებით ყველაფრის ფასი საგრძნობლად დაბალია. ისეთი ფასებია რომსიმართლე გითხრა მეუცნაურა. მინდა სულ აქ იყოს ეს ფესტივალი და ზაფხულობით დავტკბეთ ამ საოცარი სილამაზით”-აცხადებს smo.ge-სთან ერთ-ერთი ტურისტი უკრაინის დედაქალაქ კიევიდან.

კაზანტიპის მუსიკალური ფესტივალის პირველი დღე ანაკლიაში წუხელ, გვიან ღამით გრანდიოზული ფეირვერკებით დასრულდა. იყო მუსიკა და იყო გართობა. ფესტივალის სტუმრები ახალმოსახლეობას ზეიმობდნენ. დღეს კი კაზანტიპში ახალი წელი დადგება.

სხვა ახალი ამბები: