“კაზანტიპის” პრეზიდენტმა სასულიერო პირები ფესტივალზე დაპატიჟა

0

maaarshunok“კაზანტიპის” პრეზიდენტი მზადაა, სასულიერო პირებს ესაუბროს და მათ ურჩევს, 20 აგვისტოს ფესტივალზე მივიდნენ.

“კაზანტიპის” პრეზიდენტის ნიკიტა მარშუნოკის თქმით, აქციის მონაწილეები ემოციებს არიან აყოლილი და სინამდვილეში, არ იციან რა ხდება ფესტივალზე.

“ისინი ხმამაღლა საუბრობენ, თუმცა, რას – არ იციან. მე მზად ვარ, შევხვდე მათ ლიდერებს და ვესაუბრო ფესტივალზე. შემოსასვლელი გადაკეტილია იმიტომ, რომ ადგილზე გვაქვს რამდენიმემილიონიანი აპარატურა, ამიტომ უსაფრთხოების ზომები დაცულია. არავითარი ნარკოტიკები აქ არ იქნება და საერთოდ, მოვუწოდებ ყველას, 20-დან 30 აგვისტომდე ყველანაირ ურთიერთობებს მოარიდონ თავი. მსგავსი სიტუაცია ფესტივალთან დაკავშირებით არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა”, – აცხადებს ნიკიტა მარშუნოკი.

სხვა ახალი ამბები: