“კაზანტიპის” სტუმრებს სამასამდე დატრენინგებული და სერთიფიცირებული პერსონები მოემსახურებიან

0

anaklia-sertiანაკლიის, განმუხურისა და დარჩელის სამასზე მეტ ოჯახს ანაკლიაში სატრენინგო კომპანია KMS GEORGIA-მ ტრენინგები ჩაუტარა. სამასამდე მსმენელი 4-დან 10 აგვისტომდე  სასტუმრო სფეროს და მასპინძლობის ინდუსტრიას გაეცნენ. ტრენინგის ინიციატორი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თავად კომპანია KMS GEORGIA. სწორედ ამ მიზნისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციამ , ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სატრენინგო კომპანია KMS GEORGIA-მ ივლისის ბოლოს ხელი მოაწერეს სპეციალურ მემორანდუმს.

სამასამდე მსმენელმაერთი კვირის განმავლობაში გაიარა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსები მასპინძლობის ინდუსტრიაში. სამასივე მსმენელს დღესვე გადაეცა საერთაშორისო სერთიფიკატი.  ტრენინგის ფარგლებში მომზადდა სპეციალური სახელმძღვანელოები სასტუმრო სახლების ძირითადი მომსახურებების შესახებ.

დატრენინგებული და სერთიფიცირებული პერსონები 20 აგვისტოდან კაზანტიპის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სტუმრებს მოემსახურებიან.

სხვა ახალი ამბები: