“კაზანტიპი” სექსისა და ნარკოტიკების გარეშე

0

nosexjobანაკლიაში დღეს მოახლოებულ “კაზანტიპის” მუსიკალურ საერთაშორისო ფესტივალზე ერთი კვირით ადრე კომენტარები გააკეთეს “კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა და სამეგრელო-ზემო სავანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების ხელმძღვანელმა დავით კოდუამ. “კაზანტიპის” პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ ფესტივალი სექსისა და ნარკოტიკების გარეშე ჩაივლის, ხოლო დავით კოდუა ანაკლიაში ფესტივალის წინ განხორციელებულ ახალ პროექტებზე საუბრობს.

“ჩვენ, ადამიანები, რომლებიც 22 წელია ვაკეთებთ “კაზანიპს” გადასარევად გვესმის, თუ როგორი ტიპის ქვეყანაა საქართველო. ამჯერად კაზანტიპი ცოტა სხვანაირი იქნება. მე კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ არ იქნება არანაირი ნარკოტიკი და არანაირი სექსი. გპირდებით ასევე იმასაც, რომ მოგეწონებათ ჩვენი წლევანდელი ფესტივალი,”-აცხადებს “კაზანტიპის” პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი.

“ანაკლიის მოსახლეობისთვის ექსკლუზიურად გავაკეთეთ ის, რომ ექნებათ საკუთარი ბაზარი, ასევე იმოძრავებს სადღაც შვიდასამდე ტაქსი. ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ექნება საშუალება საკუთარი ავტომობილები გამოიყენონ ტაქსად და ამით გაზარდონ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები. ორ დღეში გვექნება მუნიციპალური ბაზრისა და ტაქსების პრეზენტაცია. ამ დროს მათ დაურიგდებათ სპეციალური სტიკერები.ეს სტიკერი იქნება როგორც საშვი და ასევე იმის დამადასტურებელი მოწმობა, რომ ესა თუ ის მანქანა მოძრაობს როგორც ტაქსი. მთელი ათი დღის განმავლობაშიმათ შეეძლებათ ისარგებლონ ამ მომსახურებით”-აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების კოორდინატორი დავით კოდუა.

სხვა ახალი ამბები: