“კაზანტიპი” სრულდება: “კაზანტიპის” პრეს სამსახური განცხადებას ავრცელებს

0

10653872_777305052333686_4132453340352474525_n“კაზანტიპის” საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში ოფიციალურად დღეს დაიხურება. “კაზანტიპის რესპუბლიკის”  პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი კი ამ დრომდე არ გამოჩენილა ანაკლიაში. ის მოსკოვში იმყოფება, თუმცა “კაზანტიპის” ადმინისტრაციაში არ იციან დაესწრება თუ არა ფესტივალის დახურვას თავად პრეზიდენტი.

“კაზანტიპის” დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი მუსიკალური ფესტივალის პრეს სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ.

“მიუხედავად უამრავი ჭორ-მართალისა, დღეს მაინც ფაქტია, რომ, Z22, ეს არის მსგავსი სხის ყველაზე გრანდიოზული პროექტი, რომელიც საქართველოში ოდესმე ჩატარებულა. 300 ზე მეტი მუსიკოსის და DJ მონაწილეობით. რაც შეხებათ ჩამოსულ სტუმრეს, მათი რაოდენობა არ იყო ის, რასაც ორგანიზატორები ელოდებოდნენ, (დაახლოებით 12-14 ათასი) თუმცა როგოც ცნობილია ამის უამრავი მიზეზი არსებობს. რუსეთის მიერ ჩარტერული რეისების გაუქმება, ზუსტად პროექტის დაწყების წინ, სტიქიური უბედურება დარიალის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, სადაც ათასობით ანაკლიაში მომავალი ავტომანქანა ჩარჩა,  სოჩიდან ბათუმში მომავალი გემი რომელსაც მოულოდნელად ტექნიკური პრობლემა შეექმნა, და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკულია, უკრაინაში არსებული ვითარება…

მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც ნიკიტა მარშუნოკმა არაერთხელ განაცხადა, ის კმაყოფილია წლევანდელი პროექტით, რადგან კიდევ ერთხელ დაამტკიცა , რომ კაZანტიპს დროსა და სივრცეში გადაადგილება შეუძლია.

” ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს გაღიმებას, ბედნიერებას, შექმნას, მიღწევას, ცხოვრებას და სიყვარულს…. ჩვენ შევძელით შეუძლებელი და უმოკლეს ვადებში შევვქმენით რესპუბლიკა ფაქტიურად ნოლიდან. ჩვენ ვაპატიეთ ღალატი ათასობით მოღალატეს, თუმცა ახლობელს…. ჩვენ ვაღწევდით იქ, სადაც არ დაფრინავენ თვითმფრინავები, ვერ მიცურავენ გემები და ვერ მიდიან მატარებლები…. ჩვენ გავდიოდით კლდეებს შორის და ისინი ეცემოდნენ ჩვენ ფეხებთან და გვიკეტავდნენ გზას… მაგრამ ჩვენ მაინც მოვედით… ნამდვილად არ ვიცი კიდევ რაწინააღმდეგობა შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ამასაც გადავლახავთ… და მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ ერთად ვიყოთ…” -ამბობს ნიკიტა მარშუნოკი.

რაც შეეხება დღევანდელ დახურვას. გეგმის მიხედვით ღოსძიებები 17:30 საათიდან იწყება საღებავების ფოიერვერკით, 18:00 საათზე მორიგი ქორწინება კაზანტიპში, ცნობისთვის აქ 400 მდე წყვილმა იპოვა ერთმანეთი. 19:30 საათზე ბუშტების გაშვება და მზის გაცილება რა თქმა უნდა უმაგრესი მუსიკის თანხლებით”-ნათქვამია “კაზანტიპის” პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: