“კაზანტიპს” თავი დაანებეთ, თქვენს ჯიპებს მიხედეთ”-ხვალ ანაკლიაში მაშტაბური აქცია იგეგმება

0

10561591_10203113097003224_3441920449150094453_nხვალ, 4 აგვისტოს, 12.00 საათზე ანაკლიის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა და “კაზანტიპის” მხარდამჭერთა დიდი ნაწილი გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავს. ადგილობრივები და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერები სასულიერო პირების მიერ 14 აგვისტოს დაგეგმილ აქციას გააპროტესტებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ წინა აქციასთან შედარებით ხვალინდელი აქცია იქნება უფრო მაშტაბური.

“ყველაფერს საზღვარი აქვს და ამას ჩევ ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე დავაფიქსირებთ. სასულიერო პირებმა მიხედონ თავიანთ ჯიპებს და ჩვენ მოგვცენ იმის საშუალება, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ. “კაზანტიპი” არ არის იმ დონის აღვირახსნილობა, როგორ აგიტაციასაც ისინი ეწევიან საზოგადოებაში. მათ შეცდომაში შეყავთ საზოგადოება. დანაშაული და შეურაცხმყოფელია ის, რასაც ბიზნესმენი ვასაძე იძახის და დევნილებას აყენებს შეურაცყოფას. დიახ, ეს ეხება იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რასაც ის აკეთებს სოციალურ ქსელში. მთელი დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობა წინ აღვუდგებით და არ დავუშვებთ იმას, რომ თავისი გაიტანონ სასულიერო პირებმა, რასაც ხშირად არიან ჩვეულნი. თუ “კაზანტიპი ცოდვაა, მაშინ ჯიპებიც ორჯერ მეტი ცოდვა ყოფილა და ყველამ საკუთარ თავს მიხედოს, ჩვენ თავი დაგვანებონ,”-აცხადებენ ადგილობრივები smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირები 14 აგვისტოს ანაკლიაში “კაზანტიპის” საწინააღმდეგო აქციის გმართვას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ  არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზი აანონსებს. მამა ანთიმოზის განცხადებით აქცია მშვიდობიანი იქნება და მის ჩასატარებლად ეკლესია და მრევლი უკვე მზად არის.

სხვა ახალი ამბები: